ახალი ამბები
სოფელ ზერტში ძალოსნობის დარბაზი გაიხსნება
20 ოქტომბერს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზერტში ძალოსნობის დარბაზი გაიხსნება.

ინფორმაცია შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარების და ხელშეწყობის სააგენტოდან აცნობეს.

სააგენტოს ინფორმაციით, ძალოსნობის დარბაზს სოფელ ზერტში გახსნიან გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი და საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი კახი კახიაშვილი.

საზეიმო გახსნას დაესწრებიან საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე, შიდა ქართლის რეგიონის გუბერნატორი გიორგი ხოჯევანიშვილი, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე და სხვადასხვა სპორტული ორგანიზაციების ხელმძღვანელები.


Print

სტატიის გამოყენების პირობები