ახალი ამბები
კასპის სოფელ ხვითიდან რუსმა მესაზღვრეებმა ოკამელები დააკავეს
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ ხვითში, რომელიც კასპის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, ორი მამაკაცი დააკავეს.

32 წლის იოსებ შუკაკიძე და 30-წლის გიორგი შამანაური რუსმა მესაზღვრეებმა დღეს დილით წაიყვანეს.

ლამისყანის ტერიტორიული ორგანოს წარმომადგენლის, კობა ჩიტაშვილის თქმით, ხვითის ტერიტორიაზე ორივე მათგანი შეშის მოსატანად იყვნენ ასულები.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ინფორმაციას ადასტურებს
.




Print

სტატიის გამოყენების პირობები