ახალი ამბები
გორში ახალი სასტუმრო გაიხსნა, რომლის მშენებლობის კანონიერებას სასამართლო სწავლობს
დღეს გორში ახალი სასტუმრო ,,ლაქი" გაიხსნა, რომელიც სახელმწიფო პროგრამის ,,აწარმოე საქართველოს" ფარგლებში აშენდა. 

საზეიმო ცერემონიას ხელისუფლების წარმომადგენლები და ეპარქიის ხელმძღვანელი დაესწრნენ. სასტუმრო სუხიშვილის ქუჩაზე, ქალაქის შესასვლელში აშენდა და გათვლილია ტურისტებზე.

სასტუმროს მშენებლობის კანონიერების შემოწმების მოთხოვნით, ამავე ქუჩაზე მცხოვრები, ადვოკატი ნინო შავშვილი რამდენიმე თვეა სასასამართლოში დავობს. გამოძიებას ასევე შიდა ქართლის პროკურატურა აწარმოებს.

ნინო შავშიშვილის თქმით, მშენებლობა ისე დაიწყეს, რომ არ გაითვალისწინეს სამშენებლო სტანდარტები. კედლები მის საცხოვრებელ სახლს მიაშენეს, რის გამოც, ზაფხულის განმავლობაში, ნალექის დროს, წვიმის წყალი ნინო შავშვილის სახლში ჩავიდა.

ნინო შავშიშვილი ამბობს, რომ პასუხისმგებლობა, სადავო მშენებლობის გახსნასთან დაკავშირებით, მერიას ეკისრება:

,,სასამართლოში მიმდინარეობს დავა მშენებლობის კანონიერებასთან დაკავშირებით. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები, ველოდებით სამსახურის სახელობის საექსპერტო ბიუროს დასკვნებს. ამ ფონზე, გორის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა სრულიად უკანონოდ გასცა ჯერ მშენებლობის ნებართვა, შემდგ კი, ექსპლუატაციაში მიიღო" - აცხადებს ნინო შავშიშვილი. 

მისი განმარტებით,  ასეთი ტიპის სასტუმროს ასაშენებლად ტერიტორია არასწორად შეარჩიეს
.  


Print

სტატიის გამოყენების პირობები