Error
  • JFolder::create: Path not in open_basedir paths
  • JFolder::create: Path not in open_basedir paths
ახალი ამბები
რატომ ითამაშეს დევნილმა ბავშვებმა ფეხბურთი მსაჯის გარეშე
სიმულაციური მსოფლიო ჩემპიონატი გაითამაშეს დღეს მოზარდმა ბიჭებმა და გოგონებმა ვერხვების დევნილთა დასახლების მინი სტადიონზე. ამით ქალთა მიმართ არსებული დისკრიმინაციული მიდგომა გააპროტესტეს, რომლის მიხედვით, ბევრ ქვეყანაში ქალებს არა თუ ფეხბურთის თამაში, არამედ საფეხბურთო მატჩზე დასწრებაც ეკრძალება.

,,გოლი დისკრიმინაციის წინააღმდეგ" - ასეთი იყო სლოგანი პირველი-ორი მატჩისა, რომელიც ,,სამოქალაქო ფორუმის" ინიციატივით გაიმართა. ორგანიზაციის წარმომადგენლის, ნონა ხიზანიშვილის თქმით, ქვეყნების სახელწოდებები თვითონ მოსწავლეებმა აირჩიეს. საფეხბურთო მატჩის შემდეგ, გუნდის წევრებმა პრეზენტაციები გამართეს:

,,პრეზენტაციაზე ისაუბრებენ დასახელებულ ქვეყნებში ქალთა მდგომარეობის შესახებ. იმსჯელებენ პროექტის ფარგლებში განხორციელებულ აქტივობაზე და მიღწეულ შედეგებზე" - ამბობს ნონა ხიზანიშვილი.

,,სამოქალაქო ფორუმის" წარმომადგენელი ავთანდილ ბიბილაშვილი დეტალურად აღწერს თამაშის პრინციპებს:

,,გუნდის წევრებს ავუხსენით, რომ მათ ფეხბურთი უნდა ითამაშონ მსაჯის გარეშე. თამაშის წესებზე თავადვე შეთანხმდნენ. მატჩის შემდეგ კი, გაანალიზებენ, თუ რა წესები ვერ დაიცვეს, რატომ ვერ დაიცვეს და გამოხატონ პოზიციები" -განმარტავს ავთანდილ ბიბილაშვილი.

დღეს სულ სამი თამაში ჩატარდა. პირველი თამაში იყო შერეული, მეორე თამაშში, მხოლოდ, გოგონები მონაწილეობდნენ, მესამეში კი - ვაჟები. დღევანდელი ღონისძიება ასევე მიეძღვნა სკრელ თანატოლებს. ავთანდილ ბიბილაშვილი ამბობს, რომ სკრის დევნილთა დასახლებაში მოზარდებს სამოქალაქო აქტივობებში მონაწილეობის საშუალება ნაკლებად აქვთ.

ღონისძიება გაიმართა შიდა ქართლის სამოქალაქო ფორუმის და Civil Forum მიერ და ხორციელდება FARE network მხარდაჭერით.

ფეხბურთის სახალხო კვირეული სახელწოდებით #Footballpeople იმართება ყოველწლიურად 8-22 ოქტომრბის ჩათვლით და მასში ჩართულები არიან მსოფლიო ყველა კუთხიდან სხსვადასხვა მოწყვლადი ჯგუფები.

კვირეულის მიზანია ფეხბურთის გამოყენება როგორც მხარდამჭერი მეთოდი: თანასწორობის; ტოლერანტობის; ანტი დისკრიმინაციის; მრავალფეროვნების; გენდერული თანასწორობის
.

Print

სტატიის გამოყენების პირობები