ახალი ამბები
უფლისციხეში დაშავებული ბავშვი კატასტროფის ცენტრში პრევენციის მიზნით გადაჰყავთ
უფლისციხის კლდიდან გადავარდნილი მოზარდის გადასაყვანად კატასტროფის ჯგუფი გამოიძახეს. ,,გორმედის" წარმომადგენლის ცნობით, 8-წლის ბავშვს თბილისში კატასტროფის ცენტრში პრევენციის მიზნით მოათავსებენ.

„გორმედში 8 წლის მოზარდი პოლიტრავმითაა შემოყვანილი. აღენიშნება მრავლობითი დაზიანებები. ტრავმულ რეჟიმში ჩაუტარდა კომპიუტერული ტომოგრაფია. შემოწმდა ხერხემალი, თავი და სხეულის სხვა ყველა ნაწილი. ამ ეტაპზე სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები არ იკვეთება. რეანიმაციულ განყოფილებაშია გადაყვანილი და იმყოფება მუდმივი დაკვირვების ქვეშ. ასეთ მდგომარეობასი მუცლის ღრუში ზოგჯერ სისხლდენა იწყება ხოლმე და ვამოწმებთ ინტენსიურ რეჟიმში. პარალელურად, დამატებითი გამოკველევებიც უტარდება, რომ რომ რამე არ გამოგვრჩეს. გამოძახებულია კატასტოფული მედიცინის ჯგუფი, რადგან ადგილზე არ არსებობს ბავშვთა ქირურგია."-აცხადებენ „გორმედის“ ექიმები.

დღეს, 8-წლის მოზარდი კლდიდან გადავარდა. შემთხვევა ეკლესიის უკან მოხდა. უფლისციხის მუზეუმის თანამშრომლის, გიგუცა თათრიშვილის თქმით, საბედნიეროდ მოზარდი მიწის ფენაზე დაეცა, რომელიც სხვათა შორის, ქვებს შორისაა მოქცეული. მისი ინფორმაციით, ვარდნის სიმაღლე 10 მ-მდეა.

მოზარდი ესტონეთის მოქალაქეა და ის ოჯახისა და ნათესავებთან ერთად იყო. ქიმების, დავით გასიტაშვილის და კახა ფაცინაშვილის განმარტებით, პაციენტს ყველა საჭირო გამოკვლევა ჩაუტარდა და იმყოფება ინტენსიური დაკვირვების ქვეშ.

იხ. ამავე თემაზე:

უფლისციხეში ბავშვი კლდიდან გადავარდა




 

Print

სტატიის გამოყენების პირობები