ახალი ამბები
სტალინის სახლ-მუზეუმთან უცხოეთის მოქალაქეს ავარია შეემთხვა
გორში, ცოტა ხნის წინ, ერთმანეთს სომხეთის სახელმწიფო ნომრიანი ავტომანქანა და ტაქსი შეეჯახა. 

შემთხვევა ზებრა გადასასვლელთან მოხდა. უცხოეთის მოქალაქე გაჩერებას ავტოსადგომთან აპირებდა. მოულოდნელად, ის სადგომიდან დაძრულ მანქანის წინ აღმოჩნდა და შეჯახებაც მოხდა.

გორის საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი მოკვლევას აწარმოებს
. სომხეთის სახელმწიფო ნომრიან მანქანას ჩინეთის მოქალაქე მართავდა. ის პოლიციელებს უხსნიდა, რომ პატრულის მოსვლამდე, ტაქსის მძღოლი მათ უყვიროდა.



Print

სტატიის გამოყენების პირობები