ახალი ამბები
გორში ,,26 მაისის" სანაპიროზე ბაზართან მისასვლელი გზა გადაკეტეს
გორში მდინარე ლიახვის გასწვრივ ,,26 მაისის" სანაპიროზე გზა გადაკეტეს. ყვითელი ლენტი საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის წევრებმა ცოტა ხნის წინ გაავლეს.

ავტოსატრანსპორტო მოძრაობამ, წმინდაწყლიდან სტადიონის მიმართულებით, ,,ლომჭაბუკის" სკვერში არსებულ ახლადდაგებულ სამანქანო გზაზე გადაინაცვლა.

დილიდან სავაჭრო ცენტრ ,,21-ე საუკუნესთან" ტრანსპორტს მხოლოდ ამ გზით შეუძლია გავლა. ძველი გზის გადაკეტვის მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია. სავარაუდოდ, ,,მწოლიარე პოლიციელებს" ამონტაჟებენ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები