ახალი ამბები
,,21-ე საუკუნის" ბაზართან გორში მწოლიარე პოლიციელები დაამონტაჟეს
გორში, 26 მაისის სანაპიროზე მწოლიარე პოლიციელები დაამონტაჟეს. გუშინ, გვიან ღამით, სამი უბნის (წმინდაწყალი, კომბინატი, წყაროსუბანი) დამაკავშირებელი ცენტრალური გზა რამდენიმე საათით გადაიკეტა.

გზის აღნიშნული მონაკვეთი ,,21-ე საუკუნის" ბაზრის სიახლოვეს მდებარეობს.

გორის მერია უახლოეს პერიოდში პარკინგის მოწყობას გეგმავს. ამ მიზნით, ბაზრის მიმდებარე ტერიტორია 49-წლიანი იჯარით ბაზრის ადმინისტრაციას გადასცეს
.

,,21-ე საუკუნის" ერთ-ერთი მეწილე პარლამენტარ იოსებ მაკრახიძის ოჯახის წევრია.
Print

სტატიის გამოყენების პირობები