ახალი ამბები
86-წლის კაცს ახალგორიდან ჩამოყვანილი ცხენების ფულს ვაჭრები არ უხდიან
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეღდულეთში მცხოვრებ ვახტან ელიაშვილს გაყიდული ცხენების ფულს გადამყიდველები არ უხდიან. ამის შესახებ 86-წლის, თანაც, მარტოხელა მამაკაცი შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ესაუბრა.

მისი თქმით, 5 ცხენი მისმა ნათესავმა ოკუპირებულ ახალგორის რაიონის სოფელ არმაზიდან გასაყიდად გორის მუნიციპალიტეტში ჩამოიყვანა. ცხენები გაყიდეს, თუმცა თანხა მყიდველებმა არ გადაიხადეს.

მყიდველი ამავე სოფელში მცხოვრები პიროვნებაა, რომელიც საქონლის რეალიზაციითაა დაკავებული. 2016 წელს სასამართლო პროცესი გაიმართა. ვახტანგ ელიაშვილმა პროცესი მოიგო, გადამყიდველს 2600 ლარამდე თანხის გადახდა დააკისრეს.

ორი წლის განმავლობაში ვახტანგ ელიაშვილი თანხის ანაზღაურებას ითხოვს. აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლებმა 86-წლის კაცს განუცხადეს, რომ გადამყიდველი სოციალურად დაუცველია და, შესაბამისად, თანხს იძულების წესით ვერ ამოიღებენ. ვახტანგ ელიაშვილის თქმით, დეპუტატი თენგიზ ხუბულური, თვითმმართველობის არჩევნების პერიოდში, თანხის ამოღებაში დახმარებას დაპირდა
.

Print

სტატიის გამოყენების პირობები