ახალი ამბები
წუხელ გორში ,,წყაროსუბანში" კრიმინალური გარჩევის დროს მამაკაცი დაჭრეს
წუხელ, დაახლოებით 3 საათზე, წყაროსუბანში, ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. ჭრილობა  ცივი იარაღით მიაყენეს. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის წარმომადგენლებმა 25-წლამდე ასაკის პიროვნება გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოათავსეს.

პოლიცია, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, არ აკონკრეტებს პიროვნების ვინაობას და სადაურობას. საგამოძიებო მოქმედებები გვიან ღამით ბარნოვისა და გურამიშვილის ქუჩების დასაწყისში ჩატარდა.

თვითმხილველების თქმით, გვიან ღამით ე.წ. ,,ბრანდერბურგის ჭიშკართან" ჯიპები იყო გაჩერებული. უკავშირდება თუ არა ჯიპებით უცნობი პირების თავმოყრა ჭიშკართან, ამის თაობაზე, გამოძიებას ჯერ პასუხი არა აქვს.

გამოძიება 117-ე მუხლის პირველი ნაწილით - ,,სხეულის განზრახ დაზიანება" - მიმდინარეობს
.
Print

სტატიის გამოყენების პირობები