ახალი ამბები
საცხოვრებელი ფართით ან/და ფულადი კომპენსაციით დასაკმაყოფილებელი 169835 იძულებით გადაადგილებული პირი რჩება
ბოლო ერთი წლის განმავლობაში დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ღონისძიებების ფარგლებში, ახალაშენებულ ან/და რეაბილიტირებულ საცხოვრებელ კორპუსებში, საცხოვრებელი ფართით 1587 დევნილი ოჯახი დაკმაყოფილდა, კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვის პროგრამის ფარგლებში კი დევნილი ოჯახის მიერ მოძიებული და შესყიდულია 1150 სახლი. ინფორმაციას ამის შესახებ ინფორმაციას საქარტველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, იპოთეკური სესხის დაფარვის მიზნით, არაუმეტეს 20 000 (ოცი ათასი) ლარისა, სამინისტროს მიერ 282 დევნილ ოჯახს ჩაერიცხა ერთჯერადი ფულადი დახმარება.

დევნილთა მონაცემთა ბაზის მიხედვით, 1992-1993 წლების კონფლიქტის შედეგად 259717 პირს აქვს მინიჭებული დევნილის სტატუსი, ხოლო 2008 წლის საომარი მოქმედებების შედეგად დევნილის სტატუსი მინიჭებული აქვს 26892 პირს.

დღევანდელი მდგომარეობით, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ღონისძიებების ფარგლებში, საცხოვრებელი ფართით ან/და საცხოვრებელი ფართის სანაცვლო ფულადი კომპენსაციით დაკმაყოფილებულია 111552 პირი, ხოლო დასაკმაყოფილებელია 169835 პირი.

„ის დევნილი ოჯახები, რომლებიც ამ ეტაპისთვის არ არიან დაკმაყოფილებული ფართით, მათი განსახლების ადგილების შესაბამისად შეავსებენ საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადს და მინიჭებული ქულების შესაბამისად ეტაპობრივად დაკმაყოფილდებიან საცხოვრებელი ფართით.“-წერია სამინისტროსგან მირებულ ინფორმაციაში
Print

სტატიის გამოყენების პირობები