ახალი ამბები
გორში ყალბი 10-ლარიანის სავარაუდო ფაქტზე მოკვლევა მიმდინარეობს
გორში, ჭავჭავაძის გამზირზე, გამყიდველსა და მოვაჭრეს შორის, დავა 10-ლარიანის გამო წარმოიშვა. ერთ-ერთი მხარის მტკიცებით, კუპიურა ყალბია.

ამ წუთებში გორის საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის წევრები მოვაჭრეებთან იმყოფებიან.

ახსნა-განმარტებების ჩამორთმევის შემდეგ, მასალები შესასწავლად შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებს გადაეცემათ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები