ახალი ამბები
გორში მე-10 კლასელი მოსწავლე საწოლის ქვეშ დაიმალა და სკოლაში არ წავიდა
გორის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მე-10 კლასის მოსწავლე სკოლაში არ წავიდა. ამის გამო, მშობელმა სასწავლებლის დირექცია დაადანაშაულა.

მშობლის განცხადებით, დირექტორი და პედაგოგები ვალდებულები იყვნენ ეცნობებინათ მშობლისთვის და მოეკითხათ მოსწავლე.

გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი, ნანა ტერმაკოზაშვილი აცხადებს, რომ იმ დროს, როდესაც მოსწავლის მოსაძებნად პოლიცია უნდა ჩაეყენებინათ საქმის კურსში, ამ დროს, ის სახლში, საწოლის ქვეშ იმყოფებოდა.

,,მხარეების მოსმენის შემდეგ გაირკვა, რომ ბავშვი დედას საწოლის ქვეშ დაემალა. დედას ეგონა, რომ შვილი სკოლაში წავიდა. სკოლიდანაც აცნობეს, რომ მისი შვილი არც სკოლაში იყო. ამ საკითხზე, სკოლის ადმინისტრაციასა და მშობელს ჩვენ კიდევ ერთხელ შევხვდებით. რატომ მოიქცა მოზარდი ასე, რა თქმა უნდა, შესასწავლია" - აცხადებს ნანა ტერმაკოზაშვილი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები