ახალი ამბები
სასულიერო პირის მანქანას თავს დაესხნენ
09.01.2015 დაკითხულია იმ მობილური ტელეფონის მფლობელი, რომელიც პოლიციამ დაზიანებული მანქანის ადგილას აღმოაჩინა. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს მანქანის მფლობელმა მამა გრიგოლმა (გოგიჩაძე) აცნობა.

,,ეს ის პიროვნებაა, რომელიც მამამისთან ერთად დიდი ხანია მიწებთან დაკავშირებით ჩემს დევნას ახორციელებს. მათ უკან მაშინაც და ახლაც ადგილობრივი პარლამენტარები - შიოშვილი და ვახტანგაშვილი დგანან" - ამბობს სასულიერო პირი.

შეგახსენებთ, 8 იანვარს საღამოს, დაახლოებით 9 საათზე, გორის რაიონის სოფელ ვარიანში სასულიერო პირის მამა გრიგოლის (გოგიჩაძის) ავტომანქანა ჯერ-ჯერობით დაუდგენელმა პირებმა დააზიანეს. ჩამსხვრეულია მინები. მანქანას ბლაგვი საგნით მიყენებული დაზიანებები გვერდით ფანჯრებზე და კარებზეც აღენიშნება.

 

 

 

,,მეზობელთან ვიყავი. როდესაც დავბრუნდი, მანქანა ასეთ მდგომარეობაში დამხვდა. პოლიციელებმა მითხრეს, რომ მანქანასთან მობილური ტელეფონი ეგდო. ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს ჩემი დევნა" - გვითხრა მამა გრიგოლმა.

სასულიერო პირი დღევანდელ ფაქტს 2014 წლის 31 დეკემბერს სოციალურად გაჭირვებულ, მრავალშვილიან ოჯახზე მიწების გადაცემას უკავშირებს. აღნიშნულ მიწებს მას ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი ედავებოდა.

იხ. ამავე თემაზე

,,მიწა ვიყიდე და აქ მაღალჩინოსნების საკალმახე აღმოჩნდა"

 

სასულიერო პირმა მრავალშვილიან ოჯახს მიწები გადასცა

 

დაპირისპირება მოძღვართან ვარიანში


,,ხანძარი" გორის ეპარქიაში


,,მეუფე ჩვენთან უნდა იყოს" - მოთხოვნა გორში

 

,,გამოხმაურება მეუფე ანდრიას მრევლს"

Print

სტატიის გამოყენების პირობები