ახალი ამბები
48-ნომრიანი მოსასხამები არასრულწლოვნებს ჩააცვეს
სოფელ ხოვლეში საარჩევნო უბანთან არასრულწლოვანი მოზარდი დააფიქსირეს, რომელიც 48-ნომრიანი მაისურით საარჩევნო აგიტაციას ეწეოდა. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს დამკვირვებლებმა აცნობეს.

მათი თქმით, ბიჭს სთხოვეს უბნის დატოვება, ხოლო კომისიის თავმჯდომარეს შესაბამისი მითითება მიეცა. 

ხოვლეში დაფიქსირებულ ფაქტს კასპის საოლქო საარჩევნო კომისია შეისწავლის.
Print

სტატიის გამოყენების პირობები