ახალი ამბები
შიდა ქართლის გუბერნატორი: ,,ხმა მივეცი ქვეყნის განვითარებას"
შიდა ქართლის გუბერნატორი გიორგი ხოჯევანიშვილი არჩევნებში ხმის მისაცემად გორის #1 საჯარო სკოლაში დედასთან ერთად მივიდა. 

გუბერნატორი იმედს გამოთქვამს, რომ არჩევნები მშვიდ ვითარებაში ჩაივლის და მოსახლეობა სწორ არჩევანს გააკეთებს.

,,ხმა მივეცი ქვეყნის განვითარებას, ევროპულ მომავალს, ჩვენი და ჩვენი ცხოვრების კეთილდღეობას. ჩვენი პრეზიდენტი იქნება ზეპარტიული. ასევე მოვუწოდებ მოსახლეობას მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში" - განაცხადა ხოჯევანიშვილმა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები