ახალი ამბები
დღეს საქართველოში მიწისძვრა მოხდა
საქართველოში მიწისძვრა დაფიქსირდა.

ამის შესახებ ინფორმაციას ,,დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი" ავრცელებს.

ილიას უნივერსიტეტთან არსებული ცენტრის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მიწისძვრა ქალაქ ბორჯომთან ახლოს 09:03 სთ-ზე მოხდა - კერძოდ, მის აღმოსავლეთით - 2კმ-ზე. სოფელი ვარდგინეთიდან კი - 1კმ-ზე.

მიწისქვეშა ბიძგებმა 4,3 ბალი შეადგინა
.
Print

სტატიის გამოყენების პირობები