კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში
მოქალაქეს ხმა მარკირების გარეშე მიაცემინეს. ამის შესახებ შიდა
ქართლის საინფორმაციო ცენტრს სადამკვირვებლო ორგანიზაციის
წარმომადგენელმა აცნობა.
მისი განმარტებით, დამკვირვებლებმა კომისიის თავმჯდომარეს მითითება
მისცეს, ხოლო ფაქტის დაფიქსირება ჩანაწერთა წიგნში მოსთხოვეს.
სამართლიანი არჩევნების წარმომადგენელი აცხადებს, რომ კომისიის
ადმინისტრაცია არ ახდენდა შენიშვნების მითითებას ჩანაწერთა წიგნში.
დაიწერა ორი საჩივარი უბანზე.
სტატიის გამოყენების პირობები