ახალი ამბები
9-წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს
9-წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებულს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. სასამართლო გორში არ გამართულა. პატიმარი თბილისის იზოლატორში იყო მოთავსებული და სავარაუდოდ გორის მოსამართლის მონაწილეობით პროცესში თბილისში გაიმართა.

ბრალდება დაკავებულს წარედგინა საქართველოს სსკ-ს 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტს.

სპეციალურმა საგამოძიებო ჯგუფმა და შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1984 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ი.ნ. დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით, გორში, ცხელ კვალზე დააკავეს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები