ახალი ამბები
კასპში საარჩევნო უბანთან ლეიბორისტმა და უბნის კოორდინატორებმა იჩხუბეს
კასპის 33-ე საარჩევნო უბანზე ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენელმა და უბნის კოორდინატორებმა იჩხუბეს. ამის შესახებ  სამართლიანი არჩევნების დამკვირვებელს იინციდენტის მონაწილემ განუცხადა.

ჩხუბი უბნის გარეთ მოხდა. მობილური ჯგუფის ხელმძღვანელმა ოთარ ქოსაშვილმა კოორდინატორების სიმრავლე  და ქმედება გააპროტესტა. ოთარ ქოსაშვილმა მედიასთან კომენტარი არ გააკეთა.

ფაქტის შესახებ შეტყობინება პოლიციაში შევიდა. მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, მოკვლევა მას შემდეგ დაიწყება, როგორც კი, საარჩევნო პროცესი დასრულდება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები