ახალი ამბები
საარჩევნო უბანთან ჩხუბს პოლიციის უფროსი შეესწრო
კასპის შს სამმართველოს უფროსი 33-ე უბნის წინ მომხდარ ჩხუბს შეესწრო. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს საუბნო კომისიის წევრებმა განუცხადეს.

ამ წუთებში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ლეიბორისტული პარტიის წევრი ოთარ ქოსაშვილი დასაკითხად წაიყვანეს. დაკითხვამდე მან გვითხრა, რომ ინციდენტი შეემთხვა.

33-ე უბანი ქალაქ კასპში მდებარეობს, საბავშვო ბაღის შენობაში. დაკითხვაზე წაიყვანეს ასევე სხვა პირები.

ლეიბორისტული პარტიის კასპის ორგანიზაციის წარმომადგენელს ფიზიკური დაპირისპირება უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფ, ,,ქართული ოცნების" აგიტატორებთან და კოორდინატორებთან მოუვიდა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები