ახალი ამბები
საარჩევნო უბანზე დამკვირვებელს საჩივარი დაუხიეს
კასპის #2 სარჩევნო უბნაზე ,,სამოქალაქო პლატფორმა - ახალი საქართველოს" წარმომადგენლის საჩივარი დახიეს.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს პლატფორმის წარმომადგენელმა მაკა მჭედლიშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, საჩივარი არ დაურეგისტრირა უბნის მდივანმა.

საჩივარი ეხებოდა იმ ფაქტს, რომ კომისიის წევრები: კერძოდ, მდივანი მაია შაველაშვილი და წევრი თეონა თოლორდავას პირადობის მოწმობის გარეშე იმყოფებოდნენ.

ფაქტს საოლქო კომისია განიხილავს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები