ახალი ამბები
გორის ოლქი: ,,ხმების დათვლამდე მხოლოდ ერთი უბნიდან შემოვიდა საჩივარი"
გორის 32-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, მალხაზ მირუაშვილის თქმით, 105-ვე უბანზე ხმის დათვლის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. ყველა უბანი 20 საათზე დაიხურა. 

საოლქო კომისიაში ერთადერთი საჩივარი 96-ე უბნიდან შევიდა, სადაც შუადღეს მოქალაქემ სამაგიდო სია დახია. 

საოლქო კომისიის ხელმძღვანელის განცხადებით, გორის უბნებზე ამომრჩეველთა დაახლოებით 46% მივიდა. გორის მუნიციპალიტეტში სულ 111 623 ამომრჩეველია რეგისტრირებული.
Print

სტატიის გამოყენების პირობები