ახალი ამბები
გორში სადგურის დასახლების უბანზე ოპოზიცია შველას ითხოვს
გორში სადგურის დასახლებაში გაერთიანებული ოპოზიცია შველას ითხოვს.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს უბანზე მყოფმა წარმომადგენლებმა განუცხადდეს.

მათი თქმით, საარჩევნო უბანზე, სადაც ხმის დათვლის პროცედურები მიმდინარეობს, მოჭიდავეები არიან მობილიზებულები.

შს სამინისტროს პრეს-სამსახურის ცნობით, სადგურის დასახლებაში არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. ,,სამართალდამცავები უბანზე სიმშვიდეს უზრუნველყოფენ. ამჟამად, იქ ხმის დათვლის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს" - აცხადებს შს სამინისტროს პრეს-სამსახურის წარმომადგენელი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები