ახალი ამბები
კასპში მანქანა გოგოს და ბიჭს დაეჯახა
ქუჩაზე გადასვლისას გოგოს და ბიჭს კასპში ავტომანქანა დაეჯახა. სამედიცინო დახმარების ბრიგადის დახმარება დაჭირდა მხოლოდ ახალგაზრდა მამაკაცს.

შს სამინისტროს ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს - მოძრაობის წესების დარღვევა, რამაც სხეულის დაზიანება გამოიწვია.

წინასწარი ინფორმაციით, ქუჩაში მიმავალი წყვილი და ავტომანქანის მძღოლიც დაიბნენ. მანქანა ჯერ არხში ჩავარდა, შემდეგ ტრაექტორია შეცვალა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები