ახალი ამბები
ბერბუკის, შავშვებისა და ხურვალეთის დევნილთა დასახლებაში არჩევნები გრიგოლ ვაშაძემ მოიგო
გორის 32-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში დასრულდა დევნილთა სამი დასახლების უბნიდან შესული ოქმების შეჯამება.

ბერბუკის, შავშვებისა და ხურვალეთის კოტეჯებში მცხოვრებთა უმრავლესობამ (არჩევნებზე მისულებს შორის) მხარი გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატს გრიგოლ ვაშაძეს დაუჭირა.




ბერბუკი


გრიგოლ ვაშაძე - 116
სალომე ზურაბიშვილი - 98

შავშვები

გრიგოლ ვაშაძე - 120
სალომე ზურაბიშვილი - 113

ხურვალეთი

გრიგოლ ვაშაძე - 81
სალომე ზურაბიშვილი - 71

გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელი შიდა ქართლში ბადრი ბასიშვილი აცხადებს, რომ გრიგოლ ვაშაძე, წინასწარი ინფორმაციით, არჩევნებს შიდა ქართლში იგებს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები