ახალი ამბები
გორში ,,ენმ"-ს ოფისში გამარჯვებას ზეიმობენ
,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გორის ორგზანიზაციის შტაბში, სადაც გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბია გახსნილი, გამარჯვებას ზეიმობენ. 

ამის ამსახველ ფოტოს ორგანიზაციის წარმომადგენლები ავრცელებენ. შტაბის ლიდერი ბადრი ბასიშვილი აცხადებს, რომ გრიგოლ ვაშაძემ გამარჯვება არა მხოლოდ გორში, არამედ მთელ შიდა ქართლში მოიპოვა.

ცესკოს, დილის 1 საათის მონაცემებით, გორის მუნიციპალიტეტში 14 საარჩევნო უბნის მონაცემები აქვს დათვლილი. ,,ენმ"-ს ოფისში ამბობენ, რომ მათ უფრო მეტი უბნის მონაცემები მოეპოვებათ.

იხ. გორის მუნიციპალიტეტის შედეგები
ბმულზე:
Print

სტატიის გამოყენების პირობები