ახალი ამბები
,,ენმ"-ს საბოლოო მონაცემები გორში: ვაშაძე 41,2% - ზურაბიშვილი - 33,4%
,,გაერთიანებული ოპოზიციის" წარმომადგენლებს გორში უკვე ყველა უბნის ოქმი შეაგროვეს. ხმის დათვლის შედეგებს შტაბის ლიდერი ბადრი ბასიშვილი აქვეყნებს.

მათ ხელთ არსებული შედეგებით, გორის მუნიციპალიტეტში გრიგოლ ვაშაძემ 20 946 ხმა მიიღო, რაც უბანზე მისულ ამომრჩეველთა 41,2%-ია.

რაც შეეხება მმართველი გუნდის მხარდაჭერილ კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს, მას მხარი უბანზე მისულ ამომრჩეველთა 16 987 მოქალაქემ მისცა ხმა, რაც 33,4%-ს შეადგენს.

ცესკოს მონაცემებით, გორში არჩევნებზე 50 880 ამომრჩეველი მივიდა - საერთო ამომრჩეველი 111 623-ია
.
Print

სტატიის გამოყენების პირობები