ახალი ამბები
9-წლის გოგონას ცხედარს წმ. ნიკოლოზის სახელობის ეკლესიაში გადაასვენებენ
გორში, მოკლული გოგონას ცხედრის სამოქალაქო პანაშვიდი წმ. ნიკოლოზის სახელობის ეკლესიაში გაიმართება. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ეპარქიიდან აცნობეს.

ცხედარს დღეს წმ. ნიკოლოზის სახელობის ეკლესიაში საღამოს 5 საათზე, ხვალ კი სკოლაში გადაასვენებენ. დღესვე, საღამოს 6 საათზე კი, გორში მცხოვრები ქალები საერთო შეკრებას გეგმავენ. 

25 ოქტომბერს 9-წლის ნანიკო ბერიაშვილი ცეკვაზე არ მისულა. მისი ძებნა ახლობლებმა 17 საათზე დაიწყეს. პოლიციამ საღამოს 10 საათისთვის გარდაცვლილი იპოვა მდინარე ლიახვის სანაპიროზე.

იმავე ღამეს, მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით, სპეციალურმა საგამოძიებო ჯგუფმა და შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1984 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ი.ნ. დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით, გორში, ცხელ კვალზე დააკავეს.

გამოძიება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები