ახალი ამბები
საია: მთლიანობაში კენჭისყრის პროცესმა მშვიდ გარემოში ჩაიარა
საიას განცხადებით, მთლიანობაში კენჭისყრის პროცესმა მშვიდ გარემოში ჩაიარა და ამომრჩეველს შესაძლებლობა ჰქონდა ნება თავისუფალ გარემოში გამოეხატა.

საიას დამკვირვებლების ინფორმაციით, კენჭისყრის დროს იდენტიფიცირებულ დარღვევებს მნიშვნელოვანი გავლენა კენჭისყრის პროცესზე არ მოუხდენია.

მთელი დღის განმავლობაში მაღალი იყო ამომრჩევლის მობილიზებისა და მისი ნების სავარაუდო კონტროლის ფაქტები.

,,საკანონმდებლო დონეზე განხორციელებული ცვლილებების მიუხედავად, რომელმაც საარჩევნო უბანზე დაარეგულირა ამომრჩევლის პერსონალური ინფორმაციის დამუშავების საკითხები, რეგულირების მიღმა რჩება უბნის გარეთ პერსონალური ინფორმაციის დამუშავება. საია წლებია აფიქსირებს ამ მანკიერ პრაქტიკას რაც, შესაბამის საკანონმდებლო რეგულირებას საჭიროებს." - აღნიშნულია საიას განცხადებაში
.
Print

სტატიის გამოყენების პირობები