ახალი ამბები
ხიდისყურში გრიგოლ ვაშაძის მხარდამჭერს სცემეს
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისყურში გრიგოლ ვაშაძის მხარდამჭერს ალიოშა გულიოღლს სცემეს.

ამის შესახებ დაზარალებული შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ესაუბრა.

გულიოღლი ამჟამად კასპის მედალფას კლინიკაში იმყოფება.

მისი თქმით, იგი იმავე სოფელში მცხოვრებმა მამა-შვილმა ცემა. ფაქტს კასპის შს სამმართველო იძიებს
. გულიოღლი ცემის ფაქტს არჩევნებს უკავშირებს. 

კასპის 30-ე საოლქო კომისიაში დასრულდა 38-ვე უბნის შედეგების დათვლა. საბოლოო მონაცემები ასეთია:

გრიგოლ ვაშაძე - 39,64 %, (6918 ხმა)
სალომე ზურაბიშვილი - 39,27% (6854 ხმა)
დავით ბაქრაძე - 10,24% (1787 ხმა)

სულ ამომრჩეველთა რაოდენობა 39 994-ია, ხოლო არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 18 013-მა მოქალაქემ. არ მივიდა 21 935 მოქალაქე


Print

სტატიის გამოყენების პირობები