ახალი ამბები
გრიგოლ ვაშაძე კასპში ნაცემ მხარდამჭერის მოსანახულებლად ჩავიდა
საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე ამ წუთებში კასპის მედალფას კლინიკაში იმყოფება. ის ალიოშა გულიოღლის სანახავად ჩავიდა. ალიოშა გულიოღლი დღეს სოფელ ხიდისყურში ცემეს.

დაზარალებულის თქმით, თანასოფლელებმა, პაპამ და შვილიშვილმა მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

ფაქტს კასპის შს სამმართველო იძიებს. გულიოღლი ცემის ფაქტს არჩევნებს უკავშირებს.

კასპის 30-ე საოლქო კომისიაში დასრულდა 38-ვე უბნის შედეგების დათვლა. საბოლოო მონაცემები ასეთია:

გრიგოლ ვაშაძე - 39,64 %, (6918 ხმა)
სალომე ზურაბიშვილი - 39,27% (6854 ხმა)
დავით ბაქრაძე - 10,24% (1787 ხმა)

სულ ამომრჩეველთა რაოდენობა 39 994-ია, ხოლო არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 18 013-მა მოქალაქემ. არ მივიდა 21 935 მოქალაქე.




Print

სტატიის გამოყენების პირობები