ახალი ამბები
შშმ პირი გადასატანი ყუთის მოლოდინში
თემურ ციცაგი, საუბნო კომისიის წევრებს, 15 საათამდე სახლში ელოდებოდა. იმედი ჰქონდა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში ხმას სასურველ კანდიდატს მისცემდა. თუმცა, იმედები გაუცრუვდა. ამბობს, რომ ბოლო ორი წელია ამ მდგომარეობაშია.

ის 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია. კასპის ხიდის დაბომბვისას დაშავდა. მას შემდეგ გადაადგილება უჭირს. მისი მეუღლლე ნანა კიკნაძე ამბობს, რომ არაერთხელ გააფრთხილა აგიტატორები საარჩევნო სიაში არსებული პრობლემების შესახებ, თუმცა მისი თხოვნა გულამდე არ მიიტანეს. არც რეკომენდაცია გაუწიეს, თუ როგორ უნდა მოქცეულიყო ასეთ დროს. 

დღეს მოქმედი საარჩევნო კოდექსის მიხედვით, გადასატანი ყუთის სიაში არსებული ამომრჩეველი ხმას აძლევს მხოლოდ გადასატანი ყუთის მეშვეობით 19 საათამდე და ის საარჩევნო უბანზე მისვლის შემთხვევაში, ხმას ვეღარ მისცემს.

ამომრჩეველი გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით ხმის მიცემის მოთხოვნით საუბნო საარჩევნო კომისიას მიმართავს კენჭისყრის დღემდე 2 დღით ადრე მაინც. ამომრჩეველი გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში შეჰყავთ მას შემდეგ, რაც: საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი სარეგისტრაციო ჟურნალში რეგისტრაციაში გაატარებს და ხელმოწერით დაადასტურებს ამომრჩევლის წერილობით განცხადებას ან სატელეფონო ზეპირ განცხადებას, სატელეფონო შეტყობინების ზუსტი დროისა და შესაბამისი ტელეფონის ნომრის მითითებით

Print

სტატიის გამოყენების პირობები