ახალი ამბები
ავტობანზე მსუბუქი მანქანა, მიკროავტობუსი და ავტობუსი ერთმანეთს შეეჯახა
ავტობანზე ერთმანეთს სამი სატრანსპორტო საშუალება შეეჯახა. შემთხვევა დღეს სოფელ ხურვალეთის გადასახვევთან მოხდა.

დაშავდა მსუბუქი ავტომანქანის მძღოლი, რომელიც ,,გორმედში" გადაიყვანეს. 30-წლამდე ასაკის მამაკაცს მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება, მოთავსებულია რეანიმაციულ განყოფილებაში და იმყოფება მართვით სუნთქვაზე.

მსუბუქი ავტომანქანა", ,,მერსედესის" მარკის მიკროავტობუსი და ამავე მარკის ავტობუსი ერთი მიმართულებით - დასავლეთ საქართველოსკენ მოძრაობდა.

შს სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო. ეს მუხლი სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.

Print

სტატიის გამოყენების პირობები