ახალი ამბები
ვარიანში ,,იაკობობა 2018" აღნიშნეს
4 ნოემბერს, ვარიანში იაკობ გოგებაშვილის დაბადებიდან 178 წლის იუბილე აღნიშნეს. ღონისძიებაზე იაკობ გოგებაშვილის სახელობის საზოგადოების წევრები იმყოფებოდნენ. საზოგადოების წევრებმა ის ადამიანები დააჯილდოეს, რომლებსაც პედაგოგიურ საქმიანობაში დიდი წვლილი მიუძღვით.

,,დედა ენის" ავტორის მშობლიურ სოფელში 12:00 - დან 17:00 საათამდე სხვადასხვა ღონისძიებები გაიმართა.

სოფლის ცენტრში, მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე, საჯარო სკოლების წარმომადგენლებმა საკუთარი სოფლების კუთხეები მოაწყეეს. გაიმართება კონცერტი მოსწავლეებისა და ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფების მონაწილეობით.

ღონისძიებები გორის მერიის მხარდაჭერით, ა(ა)იპ კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოსა და გორის საგანმანათლებლო რესურცენტრის ორგანიზებით გასიმართა.

ტრადიციულად ,,იაკობობა" 27 ოქტომბერს აღინიშნება. 25 ოქტომბერს მომხდარი ტრაგედის გამო (9-წლის გოგონა მოკლეს) დღესასწაული გადაიდო.

 


Print

სტატიის გამოყენების პირობები