ახალი ამბები
გორში აქცია მიმდინარეობს
ამ წუთებში, გორის ცენტრში, მიმდინარეობს აქცია 9-წლის გოგონას მკვლელობის გამო. აქციის წევრები ამბობენ, რომ მდუმარე პროტესტის შემდეგ მოთხოვნებს მოგვიანებით გააჟღერებენ.

მთავარ მოედანზე მას შემდეგ შეიკრიბნენ, რაც გარდაცვლილი გოგონას ოჯახის წევრები, მამა და პაპის ძმა პოლიციის შენობიდან გამოვიდნენ. შს სამინისტროს სამხარეო სამმართველოში მათ ვიდეომასალა აჩვენეს.

ხვიჩა ბერიაშვილის თქმით, მან ის ვიდეომასალა ნახა, რომლის საფუძველზეც ბრალდებულს, 34-წლის მამაკაცს მეორე ბრალი წაუყენეს. ხვიჩა ბერიაშვილი მიმართავს შს მინისტრის მოადგილეს, რათა დაკავებული პირი ოჯახის ახლობლებს გადასცენ და ლინჩის წესით გაასამართლონ.

მიშიკო ბერიაშვილმა ვიდეოჩანაწერები არ ნახა, თუმცა მისი ადვოკატი ადასტურებს, რომ გარყვნილი ქმედების ფაქტი ფოტო და ვიდეომასალის მიხედვით, აშკარაა.

9-წლის გოგონა 25 ოქტომბერს მოკლეს. ბრალდებული 34-წლის მამაკაცია, რომელიც ნასამართლევი იყო ფულის გამოძალვისას და მობილური ტელეფონის გატაცების გამო.

Print

სტატიის გამოყენების პირობები