ახალი ამბები
სკოლებში გათბობის ჩასართავად ,,21 ნოემბერს" აღარ დაელოდებიან
გორის სკოლებში გათბობის სისტემა მაშინ ამუშავდება, როდესაც ამას სკოლის ადმინისტრაცია მიზანშეწონილად მიიჩნევს. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრში განუცხადეს.

რესურსცენტრის ხელმძღვანელის, ნანა ტერმაკოზაშვილის თქმით, არ არსებობს კონკრეტული თარიღი, რომელსაც სკოლების დირექტორები უნდა დაელოდნონ.

,,როგორც კი, ამის საჭიროებას დაინახავს სკოლის ადმინისტრაცია, ის ვალდებულია, მაშინვე ჩართოს გათბობა. გადაწყვეტილებას ინდივიდუალურად იღებენ. მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში, სადაც ღუმელებს იყენებნ, უკვე თბებიან" - ამბობს ნანა ტერმაკოზაშვილი.

ქალაქის სკოლებში, სადაც გათბობის სისტემა ბუნებრივ აირზე მუშაობს, სისტემის ჩართვა ყოველთვის 21 ნოემბრიდან ხდებოდა. დღეს ნანა ტერმაკოზაშვილი ამბობს, რომ ასეთი თარიღი აღარ არის დათქმული.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები