საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი დღეს ატოცში ჩავა. ამის
შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს კანდიდატის საარჩევნო
შტაბიდან აცნობეს.
ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა 16 საათზე გაიმართება. კანდიდატი
განცხადებას მავთულხლართებთან გააკეთებს.
ატოცში 1 ნოემბრიდან რუსმა სამხედროებმა მავთულხლართების მონტაჟი
განაახლეს.
სტატიის გამოყენების პირობები