ახალი ამბები
გია ვოლსკი: ,,იქით მხრიდან საოკუპაციო ხაზში გამომწყვდეული ხალხიც სერიოზულად დაზარალდა
,,სერიოზულად დაზარალდა მოსახლეობა. მოქალაქეებს ჩვენ ვერ გავყოფთ. ბოლოს მაინც, პოლიტკურად, გადაწყდება ეს საკითხი. იქით მხრიდან საოკუპაციო ხაზში გამომწყვდეული ხალხიც სერიოზულად დაზარალდა. ეს ხაზი ორივეს საწინააღმდეგოდ მუშაობს." - განაცხადა პარლამენტარმა გია ვოლსკიმ. ის დღეს ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცში საპრეზიდენტო კანდიდატთან, სალომე ზურაბიშვილთან ერთად ჩავიდა.

მისი თქმით, რკინის ღობეები არის გამოძახილი ,,ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკის:

,,ეს არის გამოძახილი იმ მოღალატეობრივი თუ შეცდომებით აღსავსე პოლიტიკის, რაც ჰქონდა ნაციონალურ მოძრაობას. დოკუმენტურად დასტურდება, რომ ეს იყო ან კონსპირანცია ან შეცდომების ისეთი დოზა, რომელსაც თავისუფლად შეიძლება ეწოდოს დანაშაულებრივი ქმედება. მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირიც და ამერიკაც მიუთითებდა მათ, რომ საკითხი უნდა გადაწყვეტილიყო ფინანსური დახმრებით, ყველაფერი ჩამოშალეს. რუსეთის დღის წესრიგის მიხედვით იმუშავა ნაციონალურმა მოძრაობამ. რუსები შემოიჭრნენ, ხატოვნად რომ ვთქვათ, კარები გაუღეს ვაშაძემ, ბაქრაძემ და სააკაშვილმა." - განაცხადა ვოლსკიმ.

მისი განმარტებით, საოკუპაციო ხაზის შედეგად, დაზარალებულ ადგილობრივ მოსახლეობას მთავრობა უფრო მეტ ყურადღებას მიაქცევს.

,,ამ საკითხების მოსაგვარებლად უწყებათაშორისი კომისია მუშაობს. მისი ხელმძღვანელები უფრო მეტ ინტესივობას მისცემენ ამ კომისიის მუშაობას. ბევრი რამ გაკეთდა ამ სოფლებში, მაგრამ კიდევ მეტია გასაკეთებელი." - განაცხადა გია ვოლსკიმ.

Print

სტატიის გამოყენების პირობები