ახალი ამბები
პოლონელი მოსწავლეები 1 კვირა გორში თანატოლებთან იცხოვრებენ
6 ნოემბრიდან პოლონელი მოსწავლეები გორსა და გორის რაიონში თანატოლებთან ცხოვრობენ. 10 ახალგაზრდა სხვადასხვა აქტივობებში იღებს მონაწილეობას. მათ დღეს წმინდაწყალზე პილსუდკის სკვერის გამწვანების აქციაში მიიღეს მონაწილეობა.

,,ისინი აქტიურად არიან ჩართულები სხვადასხვა საგანმანათლებლო და სამოქალაქო აქტივობებში. უკვე ჩაუტარდათ ტრენინგები სხვადასხვა აქტუალურ თემაზე და მონაწილეობა მიიღეს პილსუდსკის სკვერის გამწვანების აქციაში. პოლონელი მოსწავლეები გორში 13 ნოემბრამდე დარჩებიან. ისინი გამგზავრებამდე მუნიციპალიტეტის ღირსშესანიშნაობებსაც დაათვალიერებენ.: - განაცხადეს გორის მერიაში.

გაცვლითი პროგრამა გორის მუნიციპალიტეტის მერიის ხელშეწყობითა და ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის სტრატეგიული განვითარების სააგენტოს ინიციატივით განხორციელდა. მოსწავლეები კონკურსის წესით შეირჩნენ. ამ პროგრამის ფარგლებში გორელი ახალგაზრდები პოლონეთში სექტემბერში იმყოფებოდნენ.

პროგრამის მიზანია პოლონელი და ქართველი ახალგაზრდების დამეგობრება და ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის ხელშეწყობა.

„მიხარია, რომ დღეს თქვენ ჩვენთან ერთად ხართ. იმედი მაქვს, აღნიშნული გაცვლითი პროგრამა გორელ და პოლონელ ახალგაზრდებს დაეხმარება დამეგობრებაში და ხელს შეუწყობს მათ ჩართულობას ერთობლივ, გრძელვადიან პროექტებში, რაც ასევე პოზიტიურად აისახება გორისა და სასნოვიეცის მუნიციპალიტეტებს შორის თანამშრომლობაზეც.“ - აღნიშნა კონსტანტინე თავზარაშვილმა გაცვლითი პროგრამის ფარგლებში გორში მყოფ ახალგაზრდებთან შეხვედრისას, რომლებიც სასნოვიეცის მუნიციპალიტეტიდან გვსტუმრობენ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები