ახალი ამბები
გორის მერი: წყალი - ყველა სოფელს გაზი კი 85 სოფელს მიეწოდება
გორის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში წყლის პრობლემა მოხსნილია,-ამის შესახებ გორის მუნიციპალიტეტის მერაში განაცხადეს. არსებული ინფროაციით, სოფლები სადაც არ არის წყალგაყვანილობის სისტემები (ქსელი), მოსახლეობა სარგებლობს ინდივიდუალურად მოწყობილი არტეზიული ჭებით, ეს სოფლებია: კარალეთი, დიდი და პატარა გარეჯვარი, თორტიზა, ხელთუბანი, სვენეთი, სათბურის დასახლება, ველები(ბუნებრივი წყაროები).

„2019 წელს წყალგაყვანილობის სისტემების მოწყობა იგეგმება სოფლეში ნადარბაზევი და არაშენდა. სოფლებში: ყველაანთუბანი,ტუსრევი, ლევიტანა(იაილები), მღებრიანი და საყავრის მაღალმთიანი სოფლების მოსახლეობა სარგებლობენ ბუნებრივი წყაროებიდან გამოყვანილი საუბნო ონკანებით. 2014 წლიდან დღემდე შემდეგ სოფლეში შესაძლებელი გახდა სასმელი წყლის მიწოდება: მეჯვრისხევი, შავშვები, ნაწრეტი, მეღვრეკისი, სათემო, ზემო და ქვემო სობისი, ფლავი, ერგნეთი, შინდისი, ურვალეთი, ზარდიაანთკარი, კოშკა, დიცი, ქვეში, ზემო და ქვემო ნიქოზი, ზემო ხვითი, ატენი, ხიდისთავი, ქვახვრელი, ზედა ქსოვრისი, ძევერა, სკრა, ორთაშენი, ბერბუკი, პატარა მეჯვრისხევი, ქვემო ხვითი. წყლის სისტემების მოწყობის დასრულებითი სამუშაოები ამჟამად მიმდინარეობს სოფლებში: ტინისხიდი და თედოწმინდა.“-აცხადებენ მერიაში.

რაც შეეხება ბუნებრივ აირს, გორის მუნიციპალიტეტის 19 სოფელს ბუნებრივი აირი არ მიეწოდება, ხოლო სოფლებში ხიდისთავი და თერგვილი, ამჟამად მიმდინარეობს სამუშაოები გაზიფიცირებისათვის. 2014 წლის შემდეგ სულ 85 სოფლის გაზიფიცირება მოხდა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები