ახალი ამბები
რკონის მე-7 საუკუნის ეკლესიაში საბჯენი თაღები დაირღვა
რკონის სამონასტრო კომპლექსში მომხდარი ფაქტის დროს ეკლესიაში არავინ იმყოფებოდა. კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს წარმომადგენლები ადასტურებენ, რომ ქვების წყობა დაირღვა და რამდენიმე დიდი ქვა ძირს ჩამოვარდა.

დაზიანებები ტაძრის ინტერიერის ცენტრალურ ნაწილში შეინიშნება. ,,ნავის კედლებისა და კამარის საბჯენი თაღების რღვევის შედეგად უპირველეს ყოვლისა რეალური საფრთხე ექმნება ადამიანთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას" - აცხადებენ სააგენტოში.

დაზიანებული ადგილები კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს არქიტეტორმა გიორგი სოსანიძემ 2018 წლის 23 ოქტომბერს შეიტყო. მან პირადად დაათვალიერა ეკლესია და აღნიშნა, რომ ქვი ს საპირე წყობის რღვევას აქვს შეუქცევადი ხასიათი.

,,2018 წლის 23 ოქტომბერს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა, ადგილზე შეისწავლეს ტაძარში არსებული მდგომარეობა. დადასტურდა საპირე ქვის წყობის რღვევის შეუქცევადი ხასიათი, მისი სიმძიმე და დაიწყო სააგენტომ ადმინისტრაციული წარმოება დაზიანებული და ნაწილობრივ ჩამოშლილი ფრაგმენტების გადაუდებელი პრევენციული ფისაციისა და გამაგრების ორგანიზების თაობაზე." - აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში.

Print

სტატიის გამოყენების პირობები