ახალი ამბები
გორში ,,იაპონური კულტურის დღეები" აღინიშნება
14 და 17 ნოემბერს გორში იაპონური კულტურის დღეები აღინიშნება. ამის შესახებ დღეს იაპონიის საელჩოს წარმომადგენლებმა გორში ყოფნისას განაცხადეს.

სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ტადაჰარუ უეჰარამ გორის უნივერსიტეტში იაპონურ ბიზნესთან დაკავშირებით, სტუდენტებისა და სხვა დაინტერესებული პირებისათვის საჯარო ლექცია გამართა.

კულტურის დღეების ფარგლებში დაგეგმილია ასევე სოფელ ხელთუბნის საჯარო სკოლაში ქაღალდის ხელოვნების - იაპონური ორიგამის მასტერკლასი, - რომელსაც ბავშვებს იაპონელი სპეციალისტი 14 ნოემბერს, 12:00 საათზე ჩაუტარებს.

15:00 და 16:00 სთ-ზე, ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრში ( სუხიშვილი N 20) ჩატარდება იაპონური სამზარეულოს ტრადიციული კერძის - სუშის ვორკშოპი, მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ დეტალურად შეისწავლონ სუშის მომზადების მთავარი წესები.

17 ნოემბერს, გორის კულტურის ცენტრში (მშვიდობისN 12/ა) გაიმართება იაპონური ფილმების „ რომაული აბანოების“ (12:00სთ) და „მზარეული სამურაის საგა- ნამდვილი სიყვარულის ამბავი“ (14:00სთ) ჩვენება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები