ახალი ამბები
ევროპის საბჭოს ახალგაზრდულ კონგრესზე ოკუპაციის თემა განიხილეს
ევროპის საბჭოს კონკრეგის 35-ე სესიაზე განიხილავენ ანგარიშს, რომელიც საქართველოში დემოკრატიის ხარისხს, ასევე, თვითმმართველობის ევროპულ ქარტიასთან ამ დემოკრატიის შესაბამისობას ეხება. სხდომაზე საქართველოდან მიწვეულია ევროპულ-ქართული ინსტიტუტის პრეზიდენტი გიორგი მელაშვილი.

მელაშვილმა ევროსაბჭოს კონგრესს მოუწოდა, რეზოლუციაში, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანების მდგომარეობის ასახვა და ასევე, მოუწოდა მათი ცხოვრების შესამსუბუქებელი მექანიზმების შემუშავებისკენ.


,,გიორგი მელაშვილმა ისაუბრა ოკუპირებულ რეგიონებსა და ოკუპაციის ხაზთან მდებარე მუნიციპალიტეტებში არსებულ მდგომარეობაზე, მათ შორის რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ქარელის მუნიციპალიტეტში, სოფელ ატოცში მცხოვრები მოსახლეობის შევიწროების, მუქარებისა და მუდმივ გატაცებებს შესახებ და მოუწოდა დელეგატებს იქ მცხოვრები ადამიანების მდგომარეობა რეზოლუციაში ასახვისა და მათი ცხოვრების შესამსუბუქებელი მექანიზმების შემუშავებისკენ." - აღნიშნულია ინსტიტუტის განცხადებაში.

„ამავდროულად, უნდა შევეხო ორ თემას, რომელიც ჩემი აზრით, აუცილებლად უნდა გავაჟღერო: უპირველეს ყოვლისა სიტუაცია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში. დარწმუნებული ვარ, იმ რეგიონებში, ე.წ. „საზღვრისპირა რეგიონებში“, რომლებიც სინამდვილეში საზღვართან კი არა, ოკუპაციის ხაზთან ახლოს არიან - ქარელი, გორი, ზუგდიდი და სხვები, რომელთა მოსახლეობა ასევე მუდმივად განიცდის შევიწროებას, მუქარებს და მუდმივ გატაცებებს, დღესაც კი, სანამ აქ ვსაუბრობ, რუსეთის საოკუპაციო ძალები უფრო ღრმად შედიან ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და მე მინდა გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და მოგიწოდოთ, რომ ამ ადამიანების მდგომარეობა ავსახოთ რეზოლუციაში.“ - განაცხადა გიორგიმელაშვილმა.

ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესი პან-ევროპული პოლიტიკური კრებაა, რომელიც 200 000-ზე მეტი ხელისუფლების 636 წარმომადგენელს აერთიანებს 47 ევროპული ქვეყნიდან.



Print

სტატიის გამოყენების პირობები