ახალი ამბები
სკოლის მოსწავლეებს ქართულ-ოსური ურთიერთობების ისტორია გააცნეს
გორში, საზოგადოება ,,ბილიკის" ორგანიზებით სკოლის მოსწავლეებსა და სტუდენტებს ქართულ-ოსური ურთიერთობის ისტორია გააცნეს, რომელიც მოიცავს როგორც 90-იან წლებში მომხდარ ამბებს, ასევე, მის შემდეგ პერიოდს.

ამ თემაზე პროექტში ჩართულ ახალგაზრდებს ,,ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტის" წარმომადგენელი ნინო კალანდარიშვილი ესაუბრა. 

თამუნა გეგელაშვილი, რომელიც ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხვედურეთის მოსწავლეა, ამბობს, რომ დღეს მოსმენილ ამბებს მას სკოლაში არ ასწავლიან. ფიქრობს, რომ ურთიერთობების ისტორია რაც შეიძლება მეტმა ახალგაზრდამ უნდა ისწავლოს.

გორის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლე, გიორგი გიორგაძე ამბობს, რომ როგორც მომავალ დიპლომატს, ინფორმაცია გამოადგება: ,,თუ ეს კონფლიქტი, სანამ ჩვენ გავიზრდებით, ვერ გადაიჭრება,  დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ როცა გავიზრდებით, ამ კონფლიქტის მოგვარება გადავა დარეგულირების ფაზაში. ერთად დავსხდებით და ვისაუბრებთ."

დაგეგმილია, რომ  პროექტში ჩართული ახალგაზრდები რამდენიმე თვის განმავლობაში რამდენიმე ექსპერტს შეხვდებიან. საბოლოოდ, ისინი  დოკუმენტურ ფილმებს მოამზადებენ.


Print

სტატიის გამოყენების პირობები