ახალი ამბები
,,უფლისციხის პროექტმა" გაიმარჯვა ამერიკის ელჩის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საგრანტო პროგრამაში
ამერიკის ელჩის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საგრანტო პროგრამის გამარჯვებულად, წელს, ,,უფლისციხის პროექტი" გამოცხადდა.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ამერიკის საელჩოს აცნობენ. პრეს-სამსახურის ცნობით, პროექტის ოფიციალური ცერემონია 13 ნოემბერს, 13 საათზე უფლისციხეში გაიმართება.

პრეზენტაციას დაესწრებიან: აშშ-ის ელჩის მოადგილე ელიზაბეტ რუდი, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს უფროსი ნიკოლოზ ანთიძე, ილიას უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი პროფესორი ნინო დობორჯგინიძე , პროექტოს ხელმძღვანელი მიხეილ ელიაშვილი, ილიას უნივერსიტეტი

200 000 აშშ დოლარის ოდენობის გრანტი გადაეცემა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კულტურული მემკვიდრეობისა და გარემოს კვლევის ცენტრს, კომპლექსური მონიტორინგის სისტემის შექმნის მიზნით. პროექტი ხორციელდება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობით.

ამერიკის შეერთებული შტატები აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს მდიდარ კულტურულ მემკვიდრეობას, 2001 წლიდან მოყოლებული 1 მილიონ დოლარზე მეტი გამოყო მისი დაცვისა და შენარჩუნებისთვის. მათ შორის განხორციელებულია პროექტები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, მაგალითად: ანტიკური ხანის არმაზციხის და სვანეთის მუზეუმში დაცული უნიკალური ხატების კონსერვაცია, გელათის მონასტრის აღდგენა, რაც მხოლოდ მცირედი ჩამონათვალია.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები