ახალი ამბები
შინდისის გმირების მემორიალს სამხედრო მოსამსახურეები დაიცავენ
დღეიდან, შინდისის გმირების მემორიალს თავდაცვის სამინისტროს პირველი ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეები დაიცავენ.

ამის შესახებ ინფორმაციას შიდა ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შესაბამისი კონსულტაციები შიდა ქართლის გუბერნიის აპარატსა და თავდაცვის სამინისტროს შორის უკვე დასრულებულია.

აღნიშნულ საკითხზე უწყებებს შორის მოლაპარაკება რამდენიმე კვირის წინ, მემორიალის ვანდალურად დარბევის ფაქტის შემდეგ დაიწყო.

დღესვე, შიდა ქართლის გუბერნატორი, გიორგი ხოჯევანიშვილი და თავდაცვის სამინისტროს პირველი ქვეითი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი როლანდ ძნელაძე შინდისშიც იმყოფებოდნენ და გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები