ახალი ამბები
,,გირჩის" წევრებმა რუს სამხედროებს ატოცში პერფორმანსი მოუწყეს
სოფელ ატოცში ,,გირჩის" წევრებმა პერფორმანსი მოაწყეს. ორგანიზაციის წარმომადგენლებმა, რომლებიც მარიხუანის ლეგალიზაციის მომხრეები არიან, რუსი სამხედროების წინაშე შარვლები ჩაიხადეს და უკანალი მიუშვირეს.

თბილისიდან ჩასულმა აქტივისტებმა მსგავსი სახის პერფორმანსი 2014 წელს მოაწყეს.  მაშინდელმა ლოზუნგმა ,,ნა ხუი" დღეს შეცვლა ლოუნგით ,,გააჯვი". ლოზუნგებს შესაბამისი პერფორმანსები მოსდევდა.

იმ დროს გამყოფი ხაზის მეორე მხარეს იმყოფებოდნენ ცხინვალელი ჟურნალისტები. ერთ-ერთმა მათგანმა, გოგონამ ქართველ აქტივისტებს საპასუხოდ თითის კომბინაცია უჩვენა.


იმ დროს გამყოფი ხაზის მეორე მხარეს იმყოფებოდნენ ცხინვალელი ჟურნალისტები. ერთ-ერთმა მათგანმა ქართველ აქტივისტებს თითის კომბინაცია უჩვენა.

,,გირჩელები მოვლენებს სხვადასხვანაირად ვაფასებთ, თუმცა მიუხედავად განსხვავებული მოსაზრებებისა თუ გემოვნებისა, ერთი დიდი საერთო გვაქვს - გვწამს თავისუფლების და ვცხოვრობთ მისთვის. ადამიანის აბსოლუტური თავისუფლება, რომელიც შემოფარგლულია სხვა ადამიანის აბსოლუტური თავისუფლებით, ერთ მარტივ ფორმულამდე დადის - ადამიანის საკუთრება უნდა იყოს დაცული. ნებისმიერი ადამიანის სხეული მხოლოდ მას ეკუთვნის. ამ სხეულის, მათ შორის, გონებით მოპოვებული ან გაცვლის შედეგად მიღებული ნივთებიცა და უფლებებიც მხოლოდ ამ ადამიანის საკუთრებაა." - აღნიშნულია გირჩის განცხადებაში
.

Print

სტატიის გამოყენების პირობები