ახალი ამბები
დიაბეტთან დაკავშირებით ნიქოზის ამბულატორიაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
2018 წლის სექტემბრიდან დიაბეტის სამკურნალო მედიკამენტებზე შეღავათები დაწესდა. ამ მიზნით ნიქოზის ამბულატორიაში მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა. 

შეხვედრის მიზანს  დიაბეტთან დაკავშირებით მოსახლეობის ინფორმირებულება წარმოადგენდა.

"მოსახლეობას მივაწოდეთ ინფორმაცია დიაბეტის სამკურნალო მედიკამენტებზე შეღავათებთან დაკავშირებით რომელიც ამოქმედდა 2018 წლის სექტემბრიდან. დიაბეტსა და მის გართულებებზე დაწვრილებით ისაუბრა ნიქოზის ამბულატორიის ექიმ-ენდოკრინოლოგმა ქალბატონმა ქეთევან ვაშაკიძემ. მსმენელებმა მიიღეს მათთვის საჭირო ინფორმაცია დიაბეტის შესახებ. ნიქოზის ამბულატორია მომავალშიც გეგმავს ასეთი სახის საინფორმაციო შეხვედრების ორგანიზებას." - აღნიშნა ამბულატორიის ხელმძღვანელმა ნიკოლოზ ძამუკაშვილმა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები