გორში ჩანთის გატაცების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, თუმცა პოლიციას სხვა მოქალაქე ჩაბარდა
2018
წლის 6 ნოემბერს გორში, იუსტიციის სახლთან, ქალს ჩანთა წაართვეს. ამის
გამო გორის შს სამმართველოს თანამშრომლებმა ძარცვის ფაქტზე 34-წლის
მამაკაცი დააკავეს.
ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ბრალდებულის ადვოკატი
ესაუბრა. მისი თქმით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, პოლიციამ სულ
სხვა პირი დააკავა, რეალურად კი, ბრალს სხვა ახალგაზრდა აღიარებს.
,,ფაქტი 6 ნოემბერს მოხდა. დააკავეს მამაკაცი, რომელსაც ამ საქმესთან
არავითარი შეხება აქვს. რამდენიმე დღეში პოლიციაში სხვა ბიჭი მივიდა,
რომელსაც დანაშაული უღიარებია. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი კი, რაკი
ერთხელ ნასამართლევი იყო, პასუხისგებაშია მიცემული. ამ ეტაპზე,
წინასწარი გამოძიება მიმდინარეობს და იმედი მაქვს, რომ ობიექტური
გამოძიება ჩატარდება" - განუცხადა შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს
ადვოკატმა ტანია რაზმაძემ.
ჩანთაში 35 ლარი და ოქროს სამკაული იდო. ტანია რაზმაძე ამბობს, რომ
მისი დაცვის ქვეშ მყოფი, დანაშაულებრივი ფაქტის ჩადენის დროს, სულ
სხვა ადგილას იმყოფებოდა, რის დამტკიცებასაც ცდილობს. ,,ჩემთვის
ცნობილია, რომ პოლიცია მხოლოდ ეყრდნობა დაზარალებულის ჩვენებას,
რომლის მიხედვით, აღწერილია ფაქტის ჩამდენის ვინაობა. აუცილებლად უნდა
ინახოს ვიდეოჩანაწერები და შემდეგ შედარება ამ პირებთან." განმარტავს
ტანია რაზმაძე.
სტატიის გამოყენების პირობები